დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.22.034.017266 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 120260000.22.034.016259) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროში ვადიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად ჩასარიცხი წვევამდელები, ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის გავლის შემდეგ (მათი ვარგისობის დადგენის შემთხვევაში), გასაუბრებას გადიან სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენლებთან, სადაც უნდა გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური.“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამინისტროში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავსებს ანკეტას (დანართი №3), რომელიც ინახება სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფში, სადაც ის გადის სამხედრო სავალდებულო სამსახურს. ვადიანი სამხედრო მოსამსახურის მიერ შევსებული ანკეტა ნადგურდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, დაუყოვნებლივ.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა ხორციელდება ყაზარმული ან ცვლიანი სამუშაო რეჟიმის სახით ან/და სტრუქტურული ერთეულის განსხვავებული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად, რომელსაც განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ვადიან სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ეზღუდება მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობით სარგებლობის უფლება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ხელმძღვანელის თანხმობის არსებობისას.“; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიან როგორც ყაზარმული, ისე ცვლიანი სამუშაო რეჟიმის სახით, ასევე, სტრუქტურული ერთეულის განსხვავებული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის გავლის პერიოდში მათ პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები უტარდებათ შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმების მიხედვით.“. 4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. დანართი №2-ის შემდეგ დაემატოს დანართი №3 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
|
ა ნ კ ე ტ ა
|
1. გვარი-----------------------------
სახელი----------------------------- მამის სახელი----------------------
12. ახლო ნათესავები (მშობლები, მამინაცვალი, დედინაცვალი, ძმა, და, მეუღლე, შვილი, გერი, მეუღლის მშობლები, მამინაცვალი, დედინაცვალი, ძმა, და)
13. საცხოვრებელი ადგილის მისამართი---------------------------------------------------
14.საკონტაქტო ტელ.: სახლი-------------სამსახური------------მობილური------------
15. ელ-ფოსტა----------------------------------------------------------------------------------
„______“_________________წ.
________________________ ხელმოწერა . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები