„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017251
64
29/06/2022
ვებგვერდი, 30/06/2022
140130000.22.034.017251
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №64

2022 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 140130000.22.034.016512) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, მათ შორის, სუფსის ნავთობის ტერმინალი), ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, სამხრეთკავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების (შემდგომ – დასაცავი ობიექტი) დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მიზნით შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1 ქვეპუნქტი:

„გ1) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და აღკვეთა;“.

2. მე-6 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტის დაცვის ზონაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვის კონტროლს და ამ მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას, აღკვეთასა და საქმისწარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას/ესკორტირებას სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის დახმარებით ან მის გარეშე;“.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარდაბნის, თბილისის, მცხეთისა და კასპის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი), ასევე მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“;

ბ) „ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს სამართალდამრღვევის დაკავების ან/და სამართალდარღვევათა აღკვეთის სხვა ღონისძიებებში;“.

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გარდაბნის, თბილისის, მცხეთის, კასპის, რუსთავის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ბორჯომის, ახალქალაქის, ახალციხის, ადიგენისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი დასაცავი ობიექტების წინააღმდეგ მიმართული სხვა ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიტიკურ დამუშავებასა და გამოყენებას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტის დაცვის ზონაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვის კონტროლს და ამ მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას, აღკვეთასა და საქმის წარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას/ესკორტირებას სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის დახმარებით ან მის გარეშე;“.

5. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი მილსადენების –დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთკავკასიური გაზსადენის, ასევე მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“.

6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბორჯომის, ახალქალაქის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთკავკასიური გაზსადენის, ასევე მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური