დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016627 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250050.35.123.016415), კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულება) შეიცვალოს მე-8 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამსახურის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილება სამსახურის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილების ფუნქციებია: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნით სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის პროგრამებისა და პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; გ) მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირება, საინვესტიციო პორტფოლიოს შექმნა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში კატალოგის, გზამკვლევის ან სხვა საპრეზენტაციო პუბლიკაციების მომზადება) კომპეტენციის ფარგლებში; დ) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და სამეწარმეო აქტივობების სტიმულირებისათვის ადგილობრივი, ინტერმუნიციპალური, რეგიონული და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის კონფერენციების, ფორუმების, სიმპოზიუმების, ტრენინგების, გამოფენა – ბაზრობების, ბეჭდური გამოცემების, სარეკლამო – საპრომოუშენო აქციების ორგანიზება და/ან მათში მონაწილეობა; ე) ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ანალიზისათვის შესაბამისი უწყებებიდან სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების, მაჩვენებლების შეგროვება, დამუშავება და დარგობრივი კვლევების ანალიზის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) შიდა და გარე პოზიციებზე ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში, საამისოდ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; თ) ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ადგილობრივ დონეზე მათი დანერგვისათვის წინადადებების მომზადება, კერძო და საჯარო ინიციატივების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სადემონსტრაციო და საკონსულტაციო ინსტრუმენტების შემუშავება, „მერების შეთანხმების“ ფარგლებში მონაცემთა ბაზების შემუშავების კოორდინაცია; ი) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პროცესის კოორდინაცია მოსახლეობის ხარისხიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით; კ) სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, პროექტებისა და წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ლ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გაუმჯობესების მიზნით პროგრამების მომზადება, მათი რეალიზების ხელშეწყობა საზოგადოების მოთხოვნილებების გათვალისწინებით. აღნიშნულ პროგრამებში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფების განსაზღვრისა და მგზავრობის ღირებულების გადახდის ფორმების თაობაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის თაობაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ო) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების სატრანსპორტო სქემებში ცვლილებების შეტანისა და ახალი მარშრუტების სატრანსპორტო სქემების დამტკიცების თაობაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; პ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე ნებართვის გაცემისათვის პროცესების კოორდინირება საქართველოს კანონმდებლობის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სანებართვო საქმიანობის განმახორციელებელი გადამზიდავი კომპანიების კოორდინაცია მოსახლეობის ხარისხიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით; რ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების დაყენებაზე, მოხსნასა და მონიშვნაზე შესაბამის სამსახურებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და სტრუქტურებთან კოორდინაცია და წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ს) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე გაჩერებების განსაზღვრისა და გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; ტ) შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან შეთანხმებით, ქუჩებსა და მოედნებზე საგზაო ნიშნებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების დაყენების/მოხსნის, საგზაო მონიშვნით სამუშაოების განხორციელებაზე წინადადებების მომზადება და კოორდინაცია; უ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები