„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7/37
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016535
7/37
28/06/2022
ვებგვერდი, 29/06/2022
010250020.35.111.016535
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №7/37

2022 წლის 28 ივნისი

ქ. ფოთი

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge,  10/03/2014 წ.  სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016195), კერძოდ:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3,  მე-4 პუნქტების, მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:“.

ბ) დადგენილებით  დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენში, მწვრთნელში იგულისხმება, სპორტული წარმატების მიღწევის მომენტისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, რეგისტრირებული სპორტსმენი, მწვრთნელი, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების სახელით ოლიმპიადებზე, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ევროპის ჩემპიონატებზე, საქართველოს პირველობებსა, ჩემპიონატებზე როგორც სპორტის ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში და აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულ სპორტულ სახეობებში. განსაკუთრებულ შემთხვევაში  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული ბრძანებით, აღნიშნული პროგრამა შეიძლება გავრცელდეს იმ  სპორტსმენებზე, მწვრთნელებზე, რომლებიც  სპორტული წარმატების მიღწევის დროს ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან გამოდიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელით. დასაჯილდოვებელი პირის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი დგინდება,  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა