დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,განათლების განყოფილების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2001 წლის 17 მაისის №111 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 07/02/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.11.101.005.663 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.11.101.005.663
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №8
2003 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
„განათლების განყოფილების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2001 წლის 17 მაისის №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „განათლების განყოფილების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2001 წლის 17 მაისის №111 ბრძანებით დამტკიცებულ განათლების განყოფილების ტიპური დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. განათლების განყოფილების უფლებამოსილება
განათლების განყოფილება:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს სახელმწიფო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის კანდიდატურას;
ბ) სასკოლო ოლქს დასანიშნად წარუდგენს სახელმწიფო საბაზო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის კანდიდატურას;
გ) ნიშნავს სახელმწიფო სკოლამდელი და დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს;
დ) ასრულებს შვილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონით დადგენილ ფუნქციებს;
ე) სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისაგან მოპოვებული ინფორმციის საფუძველზე ქმნის საინფორმაციო ბანკს;
ვ) აანალიზებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სახელმწიფო პროგრამებისა და სტანდარტების შესრულებას, შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამინისტროში წარსადგენად;
ზ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგთა მონაწილეობას ინოვაციების დანერგვის პროცესში;
თ) ატარებს ღონისძიებებს მოზარდი თაობის სულიერი და ფიზიკური აღზრდის ჰარმონიულობის უზრუნველსაყოფად, ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის დამატებითი განათლების დაწესებულებების ქსელის მუშაობას, განვითარებასა და გაფართოებას;
ი) ხელს უწყობს სპეციალური და კორექციული ხასიათის საგანმანათლებლო დაწესებულებების სრულყოფის ფუნქციონირებას;
კ) ზედამხედველობას უწევს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესრულებას;
ლ) დადგენილი წესით ახორციელებს სტატისტიკური ანგარიშების შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, ყოველწიურად განიხილავს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ქსელს, კონტინგენტსა და საშტატო განრიგს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს რეგიონალური და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას განათლების სფეროში;
ნ) ატარებს სარაიონო (საქალაქო) ღონისძიებებს;
ო) ქმნის და ხელმძღვანელობს მედიკო-პედაგოგიურ კომისიას;
პ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს განათლების განყოფილება მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს განათლების სამინისტროს და შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კარტოზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები