„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016564
17
27/06/2022
ვებგვერდი, 28/06/2022
190020020.35.158.016564
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2022 წლის 27 ივნისი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020  წლის  20 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 23/01/2020, 190020020.35.158.016492) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლ პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;“.

2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში,  გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 130 000-ს, დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.“.

3. მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი