ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016478
10
29/06/2022
ვებგვერდი, 30/06/2022
010250020.35.119.016478
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №10

2022 წლის 29 ივნისი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის საფუძველზე,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებით (www.macne.gov.ge, 010250020.35.119.016392, 07/03/2019) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. I თავის პირველი მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ“. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზურველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე (მეურვე/მზრუნველი/მინდობით აღმზრდელი) ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.

2. I თავის პირველი მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ“. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავებული ვეტერანების  ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.

3. I თავის პირველი მუხლის ,,ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ღ“. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ,,დღის ცენტრების“  ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა.

4. I თავის პირველ მუხლს დაემატოს  ,,ღ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ღ1“. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 7-წლამდე ასაკის განვითარების რისკის ქვეშ   მყოფი ბავშვებისათვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის    სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშწყობის ქვეპროგრამის მიწოდებისათვის სპეციალისტის სამგზავრო ხარჯებით (ტრანსპორტირებისათვის) უზრუნველყოფის ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა.

5. II თავის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11“. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზურველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე (მეურვე/მზრუნველი/მინდობით აღმზრდელი) ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელთა მზურველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვის კანონიერ წარმოადგენელზე (მეურვე/მზრუნველი/მინდობით აღმზრდელი)  განისაზღვროს ერთჯერადი ფულადი დახმარების თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 

2.პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)კანონიერი წარმომადგენლის (მეურვის/მზრუნველის/მინდობით აღმზრდელის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)გადაწყვეტილება კანონიერი წრმომადგენლის (მეურვის/მზრუნველის/მინდობით აღმზრდელის) შესახებ;

დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ან პირადობის ასლი;

ე) ბანკის ანგარიშის ნომერი

3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

6. II თავის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13“. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავებული ვეტერანების  ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა.

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავებული ვეტერანების  ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. 

2.პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების მიმღებმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ინვალიდობის მოწმობა-ფორმაN50/2;

ე) ბანკის ანგარიშის ნომერი

3.დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

7. II თავის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2”. პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარის წარმომადგენელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბენეფიციარის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ცნობა/გადაწყვეტილება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ; ე) სსე შემოწმების აქტის ამონაწერი; ვ) ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა № IV 100/ა;  ზ) ბინის/სასტუმროს გამქირავებლის ბანკის ანგარიშის ნომერი“.

8. II თავის 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 24“. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ,,დღის ცენტრების“  ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა.

1. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ,,დღის ცენტრების“ ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვროს თვეში თითოეულ დღის ცენტრზე  არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისათვის დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციამ ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ორგანიზაციის საბანკო ანგარიში ნომერი;

გ) ანგარიშ-ფაქტურის ან ხარჯთაღრიცხვის  დოკუმენტი (მიმდინარე თვის);

დ) სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარზე გაცემული მიმდინარე თვის გააქტიურებული მომსახურების ვაუჩერის ასლი.

 3. დაფინანსება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

9. პროგრამის II თავს დაემატოს 241 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი. 241“ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 7-წლამდე ასაკის განვითარების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის    სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიწოდებისათვის სპეციალისტის სამგზავრო ხარჯებით (ტრანსპორტირებისათვის) უზრუნველყოფის ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა.

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 7-წლამდე ასაკის განვითარების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის    სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშწყობის ქვეპროგრამის მიწოდებისათვის სპეციალისტის სამგზავრო ხარჯებით (ტრანსპორტირებისათვის) უზრუნველყოფისათვის ერთი ვიზიტის ღირებულება განისაზღვროს 5 (ხუთი) ლარის ოდენობით. 

2. პროგრამით სარგებლობისთვის დახმარების გამწევმა სპეციალისტმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბენეფიციართან განხორციელებული ვიზიტზე გაწეული მომსახურეობის მიღება-ჩაბარების აქტი;

დ) ბანკის ანგარიშის ნომერი;

ე) სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარზე გაცემული მიმდინარე თვის გააქტიურებული მომსახურების ვაუჩერის ასლი;

3. დაფინანსება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე