დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, „შენი იდეა მერს“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.119.016477 |
|
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, „შენი იდეა მერს“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თანამშრომლობის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, „შენი იდეა მერს“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 010250000.35.119.016469 23.02.2022) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1.დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 85-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს”. 2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „2“. იდეის განხორციელების ღონისძიების დაფინანსება მოხდება ხონის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3“. იდეის ავტორს უფლება აქვს წარადგინოს წინადადება სხვა საკითხებზეც, რომლებიც შედის ხონის მერიის კომპეტენციაში და არ ეწინააღმდეგება ამ წესსა და მოქმედ კანონმდებლობას. 4.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2 . იდეის ავტორის მიერ ასატვირთი დოკუმენტაცია:" ა) ფოტო; ბ) ხარჯთაღრიცხვა; გ) ბიუჯეტი დ) დანართი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები