დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 56-რს |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 27/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016102 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge 190040000.30.056.016099, 20/12/2021) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. I-VI თავები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „თავი I აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
თავი II აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები
მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები
მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 350000.0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები
მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
თავი III აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 98700.0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
თავი IV აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
მუხლი 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 796.2 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებათა კლება 3349.4 ათასი ლარის ოდენობით:
თავი V
მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება
3. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა
4.5. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა
4.6. ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა
4.7. საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის მომსახურების მიწოდება და მართვა
4.8. საწარმოთა მართვა
4.9 ახალი შესაძლებლობები ბიზნესისათვის
5. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
5.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა
6. ინფრასტრუქტურის განვითარება
6.3. საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა
7 . ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა
7.1. განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
7.6. ზოგადი და პროფესიული განათლება
8. კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
8.3. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
8.4. კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
8.8. ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა
9. სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
9.1. სპორტის სფეროს მართვა
9.2. სპორტის ხელშეწყობა
12. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა 12.2.3. სახსრების ენდოპროთეზირება მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის სახსრების ენდოპროთეზირების (გადაგვარებული ან დაზიანებული სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით) ჩატარებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
12.2.4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა
12.2.5. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
12.2.6. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
12.2.7. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია
12.2.9. უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
12.3. პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა
12.3.1. სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფა 12.4. საკარანტინე სივრცის სამედიცინო პერსონალით და COVID-19 მართვაში ჩართული რისკ ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა ახალი კორონავირუსით (COVID 19) დაინფიცირებისაგან რისკ ჯგუფების დაცვის უზრუნველყოფა და დაავადებული მოსახლეობისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
12.5. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
13. მოსახლეობის სოციალური დაცვა
13.1. სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია
13.3. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით
13.4. მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფა
13.5. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა
13.6. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა
13.7. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები
13.8. უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო განსახორციელებელი ღონისძიებები
14. დასაქმების ხელშეწყობა
15. სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება
15.1. აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა
15.2.3. აგრარული ექსტენციის მიწოდება
15.4. აგროსერვისის განვითარება რეგიონში
15.5. ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება
16. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
16.1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზაციული მართვა
17. ტყის მდგრადი მართვა თავი VI აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება მუხლი 13. საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 482 305.8 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
2. მე-15-მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები 1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 6700.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 4192.0 ათასი ლარის ოდენობით, მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 16. სესხების მომსახურება და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნების საბიუჯეტო ასიგნება 4014.2 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“. 3. მე-18-მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. გრანტები 1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 163230.0 ათასი ლარის ოდენობით. თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას, მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 2. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გამოყოფილი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. მუხლი 19. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 5333.5 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე.“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191. აჭარის საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა ქვეპროგრამის „ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის საჯარო სკოლებში“ ფარგლებში სრული დაფინანსება განხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF“-ის მიერ, საგრანტო ხელშეკრულების თანახმად. ყოველი კონკრეტული დაფინანსება განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია „გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF“- ის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების ფარგლებში.“. 5. „24-ე მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.“. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ბათუმი, 27 ივნისი 2022 წ. N56-რს
|
დოკუმენტის კომენტარები