დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 339 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400010020.10.003.023550 |
|
| მუხლი 1 |
საქართველოს საზღვაო კოდექსის 741 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესი“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესი“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში უცხო ქვეყნის გემებისთვის ღია ნავსადგურების შესასვლელი არხით სარგებლობის საერთო წესს. 2. წესის მიზანია საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობისა და ნავსადგურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა-პატრონობის ღონისძიებათა ეფექტიანი და შეუფერხებელი წარმოება. მუხლი 2. შესასვლელი არხის ადმინისტრირება 1. სანავსადგურე ერთეულები საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ, მათ შორის, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება შესაბამის სანავსადგურე ერთეულებს შორის უნდა გაფორმდეს გონივრულ ვადაში და ის უნდა შეიცავდეს დებულებებს შესასვლელი არხის ადმინისტრირების საერთო პირობებისა და დაღრმავების ხარჯების განაწილების შესახებ. 3. სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის ან სხვა სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური სხვა სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის. 4. საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს. 5. საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. აღნიშნული ხარჯის განაწილებისას არ გაითვალისწინება სამხედრო, სახელმწიფო და სხვა არაკომერციული დანიშნულების გემები, არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის, ნავსადგურის ფლოტი და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი გემები. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების არარსებობის ან მხარეთა მიერ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ან თუ აშკარაა, რომ სანავსადგურე ერთეულებს შორის, მათივე მიზეზით, ხელშეკრულების გაფორმება ფერხდება, სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო) სანავსადგურე ერთეულებს განუსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული დამატებითი ვადის გასვლის შემდგომ, სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოები და არხის სიღრმეების შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში, ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ შემთხვევაში, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ნებისმიერ ხარჯზე. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოების განხორციელების შემდეგ, თუ სანავსადგურე ერთეულებს შორის გაფორმდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს შესასვლელი არხის გამოყენების საფასური, მის მიერ გაწეული ხარჯის სრულად ანაზღაურებამდე. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს უფლებამოსილებას დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით. ამასთანავე, სააგენტოს არ აქვს უფლება, აღნიშნული უფლებამოსილება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან პირს, თუ სანავსადგურე ერთეული და ეს პირი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან. 10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო სანავსადგურე ერთეულებს უგზავნის წერილობით შეტყობინებას მის მიერ არხის დაღრმავების სამუშაოების დაწყების თარიღის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ არხის დაღრმავების სამუშაოების დაწყებამდე არხის დაღრმავების სამუშაოების განხორციელებასა და არხის სიღრმეების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის სანავსადგურე ერთეულებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები