„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.104.016486
26
24/06/2022
ვებგვერდი, 28/06/2022
190020020.35.104.016486
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2022 წლის 24 ივნისი

ქ. წალენჯიხა

 

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს  ცვლილება ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 03/02/2022,სარეგ.კოდი 190020020.35.104.016462) :

 

ა) დადგენილების დანართის  მე-18 მუხლის ,,ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე)  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა

პროგრამის დასახელება

კოდი

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა

დაფინანსება
 ათას ლარში

06 05

280.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ,,წალენჯიხის სათნოების სახლი"

პროგრამის აღწერა

1. პროგრამით მონაწილეობის მისაღებად,  იშვიათი გამონაკლისის გარდა,

ბენეფიციარი აუცილებელად უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად

დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 120 000-ს.

2. ბენეფიციართა შერჩევისას თანაბარი ქულის ქონის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება:

ა) საპენსიო ასაკს.

ბ) ოჯახის შრომისუუნარო წევრ(ებ)ის(შშმ პირი) ყოლას.

გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებს.

დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახების წევრებს.

ე) გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს.

ვ) იშვიათი გამონაკლისის (სოციალურ სააგენტოში არ უფიქსირდება სარეიტინგო ქულა ან 120 000 ქულაზე მეტია) შემთხვევაში, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის  კვებით უზრუნველყოფის  პროგრამის“ განმახორციელებელი ა(ა)იპ ,,წალენჯიხის სათნოების სახლის“ დირექტორი გადაწყვეტს მოქალაქის ბენეფიციარად დარეგისტირებას, მერიის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციართა  რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ პროგრამით მოსარგებლეთა საერთო რაოდენობის 10%-ს.

3. პროგრამის განხორციელებას (განცხადების მიღება, ბენეფიციართა შერჩევა და სხვა) სამოქმედო ტერიტორიაზე(ქ.ჯვარი, ქ.წალენჯიხა) უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,წალენჯიხის სათნოების სახლი“.

"

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია