დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016487 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 25/02/2022, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016467): |
ა) დადგენილების დანართს დაემატოს 81 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა 1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 120 000-ს. 2. ბენეფიციართა შერჩევისას თანაბარი ქულის ქონის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება: ა) საპენსიო ასაკს; ბ) ოჯახის შრომისუუნარო წევრ(ებ)ის(შშმ პირი) ყოლას; გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებს; დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახების წევრებს; ე) გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს; ვ) იშვიათი გამონაკლისის (სოციალურ სააგენტოში არ უფიქსირდება სარეიტინგო ქულა ან 120 000 ქულაზე მეტია) შემთხვევაში, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის“ განმახორციელებელი ა(ა)იპ ,,წალენჯიხის სათნოების სახლის“ დირექტორი გადაწყვეტს მოქალაქის ბენეფიციარად დარეგისტირებას, მერიის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ პროგრამით მოსარგებლეთა საერთო რაოდენობის 10%-ს. 3. პროგრამის განხორციელებას (განცხადების მიღება, ბენეფიციართა შერჩევა და სხვა) სამოქმედო ტერიტორიაზე (ქ.ჯვარი, ქ.წალენჯიხა) უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,წალენჯიხის სათნოების სახლი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები