დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.104.016485 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 24/03/2022, სარეგ.კოდი 010250040.35.104.016469) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“; ბ) მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს მორიგი სხდომები, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებს;“; გ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება, მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, დაწყებისთანავე და მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე;“; დ) მე-14 მუხლის: დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება ან/და შეწყვეტა“; დ.ბ) 1-ლი, მე-2, მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს; დ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“; ე) 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით: ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა; გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა.“; თ) 47-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; ი) 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით: ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა; გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება; დ) საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება; ე) საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა; ვ) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება; ზ) საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარის არჩევა.“ კ) 95-ე მუხლის: კ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 95. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა“; კ.ბ) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიას.“; კ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები