“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001წ. 28 დეკემბრის №111 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებლებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001წ. 28 დეკემბრის №111 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებლებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 31/01/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 23/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.658
  • Word
09
27/01/2003
სსმ, 8, 31/01/2003
310.150.000.11.115.005.658
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001წ. 28 დეკემბრის №111 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებლებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11. 115.005.658

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №09

2003 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის № 111 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონების „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-9 და მე-14 მუხლების, “ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №111 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების გასაცემად კონკურსების ჩატარების ორგანიზება”.

2. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი.

3. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) იურიდიული სამმართველო;

ბ) საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;

დ) ბუხჰალტერია;

ე) კადრებისა და სპეცსამუშაოების განყოფილება;

ვ) საქმისწარმოების განყოფილება;

ზ) მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

თ) ავტოსატრანსპორტო საქმიანობის კონტროლისა და უსაფრთხოების სამსახური;

თ.ა) კონტროლის სამმართველო;

თ.ბ) უსაფრთხოების სამმართველო;

ი) სერტიფიკაციის სამმართველო;

კ) სატვირთო გადაზიდვების სამმართველო;

ლ) სამგზავრო გადაზიდვების სამმართველო;

მ) საერთაშორისო გადაზიდვების სამმართველო;

ნ) ფინანსებისა და ფასწარმოქმნის სამმართველო;

ო) ეკონომიკური რეფორმების სამმართველო;

პ) უზრუნველყოფის სამმართველო;

პ.ა) ინფორმაციული ბაზის განყოფილება;

პ.ბ) სამეურნეო განყოფილება;

პ.გ) ტექნიკური პერსონალის ჯგუფი;

ჟ) რეგიონალური მართვის სამსახური;

რ) ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის რეგიონალური სამმართველოები:

რ.ა) თბილისის;

რ.ბ) იმერეთის;

რ.გ) სამცხე-ჯავახეთის;

რ.დ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის;

რ.ე) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის;

რ.ვ) ქვემო ქართლის;

რ.ზ) შიდა ქართლის;

რ.თ) მცხეთა-მთიანეთის;

რ.ი) კახეთის;

რ.კ) ფოთის;

რ.ლ) გურიის”.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავმჯდომარეს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე”;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის საქმიანობას თავმჯდომარის არყოფნისას”.

5. მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე” ქვეპუნქტში სიტყვის „მოადგილეებს” წინ დაემატოს სიტყვები „პირველ მოადგილეს და”

6. მე-6 მუხლის:

ა) 1-ლ პუნქტში სიტყვის „მოადგილეების” წინ დაემატოს სიტყვები “პირველი მოადგილისა და”;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვის „მოადგილეები” წინ დაემატოს სიტყვები “პირველი მოადგილე და”;

7. მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვის „მოადგილეს” წინ დაემატოს სიტყვები “პირველ მოადგილეს ან”.

8. მე-8 მუხლში:

ა) დასახელებასა და პირველ სტრიქონში სიტყვა „საავტომობილო” ამოღებულ იქნეს;

ბ) სიტყვები „გადამზიდველების შესარჩევი კონკურსების ჩატარების ორგანიზება” შეიცვალოს სიტყვებით “საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანების ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის, მათ შორის კონკურსების ჩატარების ორგანიზება”.

9. დასახელებასა და პირველ სტრიქონში სიტყვა „საავტომობილო” ამოღებულ იქნეს;

10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის კონტროლისა და უსაფრთხოების სამსახური

ავტოსატრანსპორტო საქმიანობის კონტროლისა და უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანაა ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა, მისი ფუნქციონირების მონიტორინგი და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში დასაქმებულ მეწარმეთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმების პრაქტიკული ამოქმედებისათვის ხელშეწყობა, ავტოსატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე კონკურენციის განვითარებისა და ანტიმონოპოლიური საქმიანობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა, ავტოსატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვისადმი ზედამხედველობის განხორციელებისათვის ხელშეწყობა. საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო სისტემის სრულყოფაში და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, მძღოლთა სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების სისტემის ორგანიზებაში, კოორდინაციასა და მისი ფუნქციონირებისათვის ლეგალური ბაზის უზრუნველყოფაში მონაწილეობა, საავტომობილო ტრანსპორტში ეკოლოგიური უსაფრთხოების მეთოდებისა და საშუალებების დამუშავებაში  და ეფექტური სქემების გამოყენებაში მონაწილეობა”.

11. მე-11 მუხლში სიტყვები „და სიცოცხლის” შეიცვალოს სიტყვებით „სიცოცხლისა და გარემოს”;

12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველო

საინფორმაციო უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების პროცესთა ინფორმაციული უზრუნველყოფა, კომპიუტერული სისტემით დაკავშირებული საინფორმაციო ცენტრის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მონაცემთა ბანკის შედეგების ანალიზი ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად”.

13. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. საერთაშორისო გადაზიდვების სამმართველო

საერთაშორისო გადაზიდვების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე სამთავრობათაშორისო  ხელშეკრულებების პროექტების მომზადებასა და გაფორმებაში მონაწილეობა, მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების რეგულირება, მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, საერთაშორისო სამარშრუტო რეესტრის წარმოება”.

14. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. უზრუნველყოფის სამმართველო

უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება და წარმოება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზება და განხორციელება, ძირითადი საშუალებების და მატერიალურ ფასეულობათა მოვლა – პატრონობა, სარეკლამო-საკონსულტაციო საქმიანობის ორგანიზება და განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია, დარგობრივი სპეციფიური დოკუმენტაციისა და აღჭურვილობის წარმოების, შენახვისა და მომხმარებლებზე მიწოდების ორგანიზება, კონფერენციების, გამოფენების, ჩვენებებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა, ინფორმაციული ბაზის უზრუნველყოფა”.

15. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

     „მუხლი 20. კადრებისა და სპეც. სამუშაოების განყოფილება

კადრებისა და სპეც.სამუშაოების განყოფილების ძირითადი ამოცანაა ადმინისტრაციის აპარატის მომსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მომზადება, მათი პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების წარმოება, საპენსიო და დაჯილდოების საბუთების გაფორმება, შრომის დისციპლინის დაცვაზე ზედამხედველობა, ვაკანტური თნამდებობის დასაკავებლად კონკურსებისა და ტესტირების ორგანიზება, ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა, სპეც.სამუშაოების წარმართვა და სამობილიზაციო საქმიანობაში მონაწილეობა”.

16. დაემატოს 201 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 201. საქმის წარმოების განყოფილება

საქმის წარმოების განყოფილების ძირითადი ამოცანაა საქმის წარმოების ორგანიზება და მართვა, ადმინისტრაციაში შემოსული დავალებებისა და თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობა”.

17. დაემატოს 202 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 202. მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება

მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და საზოგადოების ინფორმირება ადმინისტრაციის საქმიანობის განხორციელებისა და დარგში არსებული მდგომარეობის თაობაზე”.

18. დაემატოს 203 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 203.რეგიონალური მართვის სამსახური

რეგიონალური მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ადმინისტრაციის ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის რეგიონალური სამმართველოების საქმიანობს მართვა და კოორდინაცია, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე ზედამხედველობა”.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მ. ადეიშვილი