დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების დროებითი დებულების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 82 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 27/12/1990 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1990 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/1992 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების დროებითი დებულების შესახებ
|
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების დროებითი დებულება (თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს სსრ 1980 წლის 28 მარტის კანონი (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1980 წ, № 3, მუხ. 85). 3. ეს კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია. თბილისი, 1990 წლის 27 დეკემბერი. №82–I ს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების დროებითი დებულება I. მუდმივი კომისიების ორგანიზაციისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპები, მათი შექმნის წესი მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთაგან ირჩევს მუდმივ კომისიებს, რათა მათ აწარმოონ საკანონპროექტო მუშაობა, წინასწარ განიხილონ და მოამზადონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, აგრეთვე ხელი შეუწყონ საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების განხორციელებას, კონტროლი გაუწიონ სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას. მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების ძირითადი ამოცანებია: შეიმუშაონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს განსახილველი წინადადებაში; მოამზადონ დასკვნები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს განსახილველ საკითხებზე; ხელი შეუწყონ სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებს, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრებს საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის მუშაობაში; კონტროლი გაუწიონ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების, სხვა რესპუბლიკური ორგანიზაციების, აგრეთვე ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილებათა განსახორციელებლად; კონტროლი გაუწიონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ხელი შეუწყონ სახელმწიფო და საზოგადოებრივ პირებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიებზე დეპუტატთა მიერ გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების განხილვა-რეალიზაციისადმი კონტროლის განხორციელებაში. დაკისრებული ამოცანების შესრულებისას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიები მოწოდებული არიან მთელი თავიანთი მუშაობით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიების დროს და სესიებს შუა პერიოდში ხელი შეუწყონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს. მუდმივ და ეფექტიან საქმიანობას. მუხლი 3. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს რესპუბლიკის კანონებითა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის სხვა გადაწყვეტილებებით. მუხლი 4. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ქმნის სამანდატო და სადეპუტატო ეთიკის მუდმივ კომისიას, კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის მუდმივ კომისიას, საფინანსო-საბიუჯეტო მუდმივ კომისიას, ეკონომიური რეფორმის მუდმივ კომისიას, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა მუდმივ კომისიას, მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივ კომისიას, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის მუდმივ კომისიას, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის მუდმივ კომისიას, საგარეო ურთიერთობათა მუდმივ კომისიას, საგარეო ურთიერთობათა მუდმივკომისიას, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მუდმივ კომისიას. მუხლი 5. მუდმივ კომისიებს ქმნის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის ამ მოწვევის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადით კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების შემადგენლობით. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. თითოეული მუდმივი კომისია თავისი წევრებისაგან ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში შეუძლია შექმნას ახალი მუდმივი კომისიები და შეიტანოს ცვლილებები კომისიათა შემადგენლობაში. მუდმივი კომისიების შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იქნენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, ის დეპუტატი, რომელიც დანიშნულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, სხვა მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე ან მდივანი. ერთი და იგივე დეპუტატი არ შეიძლება იყოს ორზე მეტი მუდმივი კომისიის წევრი. მუხლი 6. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე. მუდმივი კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი. მუდმივი კომისია ქმნის ქვეკომისიებს, რომელთა შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები, აგრეთვე ის პრებიც, რომლებიც არ არიან დეპუტატები. მუდმივ კომისიას შეუძლია გარკვეული ვადის შრომითი ხელშეკრულება გაუფორმოს ქვეკომისიის იმ წევრს, რომელიც არ არის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
II. მუდმივი კომისიების გამგებლობის საკითხები მუხლი 7. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების გამგებლობის საკითხებს, უფლებებსა და მოვალეობებს, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს რეგლამენტი, ეს დებულება, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხვა აქტები. საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და უზენაესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილებებს, როგორ წესი, იღებენ მას შემდეგ, რაც პროექტს წინასწარ განიხილავენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შესაბამისი მუდმივი კომისიები. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, საქართველოს რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის, საქართველოს რესპუბლიკის უზენასი სასამართლოს, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო არბიტრაჟისა და პროკურატურის კოლეგების შემადგენლობაში თანამდებობის პირთა არჩევისას და დამტკიცებისას, აგრეთვე შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის სარდლის დანიშვნისას აუცილებელია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შესაბამისი მუდმივი კომისიის წინასწარი დასკვნა. მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკის უზანაესი საბჭოს სამანდატო და სადეპუტატო კომისიას ევალება: 1) შეამოწმოს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 107-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილება და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს განსახილველად წარუდგინოს წინადადებანი დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ, ხოლო საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების კანონის დარღვევის შემთხვევაში – ცალკეულ დეპუტატთა არჩევნების ბათილად ცნობის თაობაზე; 2) მოამზადოს და საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს წინადადებები უზენაესი საბჭოს გამოკლებულ წევრთა ნაცვლად ახალი დეპუტატების არჩევნების ჩატარების შესახებ; 3) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დავალებით, აგრეთვე თავისი ინიციატივით შეიმუშაოს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხვა აქტების პროექტები და წინადადებები დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებულო საკითხებზე; მოამზადოს და წარადგინოს დასკვნები კომისიისათვის წინასწარ ან დამატებით განსახილველად გადაცემული ამგვარი საკითხების თაობაზე; 4) მოამზადოს დასკვნები დეპუტატის ხელშეუხებლობასა და დეპუტატის საქმიანობის სხვა გარანტიებთან, აგრეთვე სადეპუტატო ეთიკის, დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების, შეწყვეტის ან დეპუტატის გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიას ევალება: 1) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დავალებით, აგრეთვე თავისი ინიციატივით შეიმუშაოს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხვა აქტების პროექტები, მოამზადოს კანონმდებლობის სრულყოფასთან, მართლმსაჯულების განხორციელებასთან, კანონიერების განმტკიცებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები; 2) განიხილოს კომისიისათვის წინასწარ ან დამატებით განსახილველად გადაცემულ საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხვა აქტების პროექტები და მოამზადოს შესაბამისი დასკვნები; 3) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხვა აქტების იმ პროექტების შემუშავებაში, რომლებსაც ამზადებენ შესაბამისი კომისიები; 4) მოამზადოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის კოდიფიკაციისა და სისტემატიზაციის საკითხების შესახებ; 5) მოისმინოს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების, სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების, თანამდებობის პირების ინფორმაციები და მოხსენებები კანონიერების განმტკიცების, მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის, კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებზე. მუხლი 10. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომისიას ევალება: 1) მოამზადოს და წინასწარ განიხილოს ის საკითხები, რომლებსაც წყვეტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, და რომლებიც ეხება რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და სხვა კავშირურთიერთობის განვითარებას უცხო სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე წარუდგინოს ამ საკითხებზე წინადადებები და დასკვნები რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს; 2) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დავალებით, აგრეთვე თავისი ინიციატივით შეიმუშაოს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხვა აქტების პროექტები საგარეოპოლიტიკურ და საგარეოეკონომიკურ საკითხებზე; 3) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დავალებით წინასწარ განიხილოს უზენაესი საბჭოსთვის სარატიფიკაციოდ ან სადენონსაციოდ წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები, მოამზადოს შესაბამისი დასკვნები; 4) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს წარუდგინოს სათანადო დასკვნები საზღვარგარეთის ქვეყნებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნი საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლების კანდიდატურების შესახებ; 5) მოისმინოს ინფორმაცია საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების სახელმწიფო კომიტეტების, უწყებების და ორგანიზაციების სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და სხვა კავშირების შესახებ; 6) კონტროლი გაუწიოს იმ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობას, რომლებიც აწარმოებენ საგარეოეკონომიკური ურთიერთობების რეგისტრაციას; 7) მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს იმ სახელმწიფო ორგანიზაციებში და დაწესებულებებში დასანიშნი ხელმძღვანელი მუშაკების კანდიდატურების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ საგარეოეკონომიკურ საქმიანობას. მუხლი 11. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დარგობრივ კომისიებს ევალებათ თავიანთი დარგების მიხედვით მოამზადონ საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხვა აქტების პროექტები, განახორციელონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებანი. მუხლი12. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი რამდენიმე მუდმივი კომისიის გამგებლობის საკითხები კომისიის ინიციატივით, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ან მისი პრეზიდიუმის დავალებით კომისიებმა შეიძლება ერთობლივად მოამზადონ და განიხილონ. მუდმივ კომისიას შეუძლია მიიღოს სხვა მუდმივ კომისიათა დასკვნები მის მიერ განსახილველი საკითხების შესახებ. მუხლი 13. თუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიას მიაჩნია, რომ მისთვის განსახილველად გადაცემული საკითხი სხვა კომისიის გამგებლობასაც განეკუთვნება, ან თუ საჭიროდ თვლის გამოთქვას თავისი აზრი სხვა მუდმივი კომისიის მიერ განსახილველ საკითხზე, მას უფლება აქვს შეიტანოს წინადადება ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსა და მის პრეზიდიუმში. III. მუდმივი კომისიების უფლება-მოვალეობანი მუხლი 14. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიები თავიანთი გამგებლობის საკითხების განხილვისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი მოვალეობები აკისრიათ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიებს აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში. მუხლი 15. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიებს შეუძლიათ გამოვიდნენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხდომებზე მოხსენებით და თანამოხსენებებით თავიანთი გამგებლობის საკითხებზე. მუდმივი კომისიები საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში მათ მიერ შეტანილ საკითხებზე, ანდა კომისიებისთვის წინასწარ ან დამატებით განსახილველად გადაცემულ საკითხებზე გამოყოფენ თავიანთ მომხსენებლებს ან თანამომხსენებლებს. მუდმივი კომისიების მიერ ერთობლივად მომზადებულ საკითხებზე კომისიებს შეუძლიათ გამოვიდნენ ერთობლივი მოხსენებებითა და თანამოხსენებებით ან ცალ-ცალკე წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და წინადადებანი. მუხლი 16. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიებს უფლება აქვთ შეიტანონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის კანონების პროექტების ან რესპუბლიკის სახელმწიფო ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი საკითხების, აგრეთვე კანონპროექტების სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნების თაობაზე. სახალხო განხილვის მსვლელობაში კანონპროექტებისა და სხვა საკითხების თაობაზე მოქალაქეების, შრომითი კოლექტივების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შემოტანილ წინადადებებს განიხილავენ და განაზოგადებენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით და მოახსენებენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბოს საქართველოს რესპუბლიკის კანონის პროექტის ან სხვა საკითხის განხილვისას . მუხლი 17. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიებს თავიანთი გამგებლობის საკითხებზე შეუძლიათ მოუსმინონ საქართველოს მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებს, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებს, საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების, სხვა რესპუბლიკური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. აღნიშნული ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წამომადგენლები და ხელმძღვანელები ვალდებული არიან მუდმივი კომისიის წინადადებით გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე და წარადგინონ განმარტებანი კომისიის მიერ განსახილველ საკითხებზე. ამასთან, მუდმივი კომისიები დროულად აუწყებენ შესაბამის ორგანოებსა და ორგანიზაციებს საკითხების განხილვის თაობაზე. მუხლი 18. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიებს აქვთ თავიანთი გამგებლობის საკითხებზე სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებსა და ორგანიზაციებს, თანამდებობის პირებს მოსთხოვონ წარუდგინონ მათ დოკუმენტები, წერილობით დასკვნები, საანგარიშო მონაცემები და სხვა მასალები. ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანო, ორგანიზაცია და თანამდებობის პირი ვალდებულია შეასრულოს მუდმივი კომისიების მოთხოვნები, წარუდგინოს მათ საჭირო მასალები და დოკუმენტები. მუხლი 19. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების რეკომენდაციები ეგზავნებათ შესაბამის ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს და მათ შესახებ ეცნობება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებს, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს. მუდმივი კომისიების რეკომენდაციები აუცილებლად უნდა განიხილონ სახელმწიფო და საზოგადოებრივმა ორგანოებმა, საწარმოებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა განხილვის შედეგების ან მიღებული ზომების შესახებ უნდა ეცნობოთ კომისიებს არა უგვიანეს ორი თვის ვადისა ან კომისიების მიერ დადგენილ სხვა ვადაში. მუხლი 20. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიებს უფლება აქვთ წინადადებანი შეიტანონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში. მუდმივ კომისიებს უფლება აქვთ შეკითხვის წესით მიმართონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, მინისტრებსა და იმ ორგანოთა ხელმძღვანელებს, რომლებსაც ქმნის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საქართველოს რესპუბლიკის გამგებლობის საკითხებზე. მუხლი 21. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიებს უფლება აქვთ თავიანთ მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიიზიდონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში, აგრეთვე საქართველოს რეპუბლიკის სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტების, უწყებების, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოებისა და ორგანიზაციების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მეცნიერები. მუხლი 22. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების წევრები მოვალენი არიან მონაწილეობა მიიღონ კომისიების საქმიანობაში, ხელი შეუწყონ მათი გადაწყვეტილებების განხორციელებას, შეასრულონ კომისიათა დავალებები. მუდმივი კომისიის წევრი სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით ყველა საკითხში, რომლებსაც კომისია იხილავს. მას უფლება აქვს დააყენოს საკითხები კომისიის განსახილველად და მონაწილეობა მიიღოს მათ მომზადებასა და განხილვაში; შეიტანოს წინადადებები სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების მუშაობის შემოწმების საჭიროების შესახებ, კომისიის სხდომაზე მათი ანგარიშების ან ინფორმაციების მოსმენის თაობაზე. მუდმივი კომისიის წევრს, რომლის წინადადებებსაც კომისიამ მხარი არ დაუჭირა, შეუძლია წერილობით ან ზეპირად შეიტანოს ისინი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს განსახილველად. მუდმივი კომისიის წევრს უზრუნველყოფილი აქვს პირობები კომისიის მიერ განსახილველი ყველა საჭირო დოკუმენტები და სხვა მასალები. მუხლი 23. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების წევრები კომისიის დავალებით და თავისი ინიციატივით ადგილებზე სწავლობენ კომისიის გამგებლობის საკითხებს, განაზოგადებენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეთა წინადადებებს, თავიანთ დასკვნებსა და წინადადებებს აცნობენ კომისიას.
IV. მუდმივი კომისიების მუშაობის წესი მუხლი 24. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიები მუშაობენ თავიანთ სხდომებზე დამტკიცებული გეგმების შესაბამისად. მუხლი 25. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების სხდომებს იწვევენ საჭიროების მიხედვით და ეს სხდომები შეიძლება გაიმართოს როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიების დროს, ისე სესიებს შუა პერიოდში. მუხლი 26. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების სხდომები უფლებამოსილია, თუ მათ ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისიის წევრი, თუ მას სხდომაზე ჩამოსვლა არ შეუძლია, ამის შესახებ ატყობინებს მუდმივი კომისიის თავმჯდომარეს. მუხლი 27. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიებში ყველა საკითხი წყდება კომისიის წევრთა საერთო შემადგენლობის ხმების უბრალო უმრავლესობით. რამდენიმე მუდმივი კომისიის ერთობლივი სხდომის ჩატარებისას გადაწყვეტილებებს იღებენ თითოეული კომისიის წევრთა საერთო შემადგენლობის ხმების უბრალო უმრავლესობით. მუხლი 28. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში. მუხლი 29. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების სხდომებზე შეიძლება მოიწვიონ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოებისა და ორგანიზაციების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, სპეციალუსტები და მეცნიერები, რომლებიც სხდომებში მონაწილეობენ სათათბირო ხმის უფლებით. საჭიროების შემთხვევაში მუდმივ კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის ჩატარების შესახებ. მუხლი 30. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივ კომისიებს მათ მიერ განსახილველი საკითების მოსამზადებლად შეუძლიათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთაგან, შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტების, უწყებების, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოებისა და ორგანიზაციების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან, სპეციალისტებისა და მეცნიერებისაგან შექმნან მოსამზადებელი კომისიები და სამუშაო ჯგუფები. მუდმივ კომისიებს შეუძლიათ შექმნან ერთობლივი მოსამზადებელი კომისიების და სამუშაო ჯგუფები. მუხლი 31. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს მის მუშობას: - იწვევს კომისიის სხდომებს და ორგანიზაციას უწევს სხდომებისთვის საჭირო მასალების მომზადებას; - დავალებას აძლევს კომისიის წევრებს, უგზავნის მათ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ მასალებსა და დოკუმენტებს; - გამოიძახებს კომისიის წევრებს მოსამზადებელ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მუშაობისათვის, აგრეთვე კომისიის სხვა დავალებათა შესასრულებლად; - კომისიის სხდომებში მონაწილეობისათვის იწვევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და მეცნიერებს; - თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს; - წარმომადგენლობს კომისიას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; - ორგანიზაციას უწევს მუშაობას კომისიის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად; - ინფორმაციას აწვდის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს კომისიაში განხილული საკითხების, აგრეთვე კომისიის რეკომენდაციათა სარეალიზაციოდ მიღებული ზომების შესახებ; - ინფორმაციას აწვდის კომისიის წევრებს გადაწყვეტილებათა შესრულებისა და მის რეკომენდაციათა განხილვის შესახებ. კომისიების ერთობლივ სხდომებს რიგრიგობით ატარებენ ამ კომისიათა თავმჯდომარეები. მუხლი 32. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიის გადაწყვეტილებებსა და დასკვნებს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. მუდმივი კომისიების მიერ ერთობლივად მიღებულ დადგენილებებსა და ერთობლივად მომზადებულ დასკვნებს ხელს აწერენ შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეები. მუდმივი კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის მდივანი. მუდმივი კომისიების გაერთიანებულ სხდომათა ოქმებს ხელს აწერენ შესაბამისი კომისიების მდივნები. მუხლი 33. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების საზოგადოებრიობას ინფორმაციას აწვდიან თავიანთი საქმიანობის შესახებ. მუდმივი კომისიების, ქვეკომისიების, მოსამზადებელი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე შეიძლება მოიწვიონ პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წამომადგენლები. ცნობები მუდმივ კომისიათა მუშაობის შესახებ ქვეყნდება „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებებსა“ და რესპუბლიკურ გაზეთებში. მუხლი 34. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების საქმიანობის მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნო. |
დოკუმენტის კომენტარები