„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 24/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016076
1
24/06/2022
ვებგვერდი, 27/06/2022
240080000.11.004.016076
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №1

2022 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
1. „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის  №4 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 01/01/2022; ს/კ: 240080000.11.004.016075) დამტკიცებული დანართი  №1-ის „ბ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.თ) ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიზნებისთვის კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, სტატისტიკური) და დოკუმენტაცია, საზედამხედველო ანგარიშგებები (გარდა „საბალანსო უწყისის“, „მოგება-ზარალის უწყისის“ და „ძირითადი მაჩვენებლების“ ფორმებში შემავალი მონაცემებისა) და კომერციული ბანკის შიდა და გარე აუდიტის დოკუმენტაცია, გარდა იმ ინფორმაციისა/დოკუმენტაციისა და ანგარიშგებებისა, რომლის გასაჯაროება მოქმედი კანონმდებლობით ევალებათ კომერციულ ბანკებს;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე