„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 13/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016997
41
24/06/2022
ვებგვერდი, 24/06/2022
040030000.22.026.016997
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №41

2022 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016468) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) „დ“ პუნქტის „დ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება;“;

ბ) „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ)“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან;“.

2. 79 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 79. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება

1. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება არის აკადემიის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული.

2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილება უზრუნველყოფს სპორტული სახეობების შესწავლას, ფიზიკური მომზადების დაგეგმვასა და განხორციელებას.

3. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.“.

3. 712 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 712. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის რექტორი.

3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნას, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიურ ურთიერთობას, მათ შორის თანამშრომლობას, ასევე აკადემიისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენას.

4. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის წინაშე.“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ.ზ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი;“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, მაგისტრატურიდან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრიდან, სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილებიდან და დისტანციური სწავლების ცენტრიდან არჩეული/შერჩეული ერთი წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო მაგისტრატურიდან - მაგისტრატურის საბჭოს წევრი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“.

7. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება“.

 

8. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი

1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/ დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი არის სამოქალაქო პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის რექტორი.

3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი ივლისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე