„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016543
26
23/06/2022
ვებგვერდი, 27/06/2022
300280000.16.009.016543
„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №26

2022 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილების (ვებგვერდი, 05/01/2022, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016517):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან კომისიის მიერ „ბუნებრივი გაზის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში, მათი სალიცენზიო არეალის გათვალისწინებით, აღწერონ ის პირდაპირი მომხმარებლები ან ობიექტ(ებ)ი, რომლებიც ბუნებრივი გაზით მარაგდება პირდაპირი მომხმარებლის ქსელიდან და არ ჯდება მსხვილი მომხმარებლის კატეგორიაში და აცნობონ მათ ბუნებრივი გაზით მომარაგების პირობების შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები“ ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია