დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/06/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 8, 30/06/1993 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონის მე-17 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. საბანკო ოპერაციების წარმოებისათვის ლიცენზიების გაცემა და მათი რეგისტრაცია
1. საბანკო ოპერაციების წარმოებისათვის ლიცენზიებს გასცემს ეროვნული ბანკი „ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.
2. ეროვნული ბანკი აწარმოებს კომერციული ბანკების რეგისტრაციის საერთო-რესპუბლიკურ რეესტრს.
3. ეროვნული ბანკი რეგისტრაციაში ატარებს და ლიცენზიას აძლევს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ნაღდი უცხოური ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის მიზნით გადამცვლელი პუნქტების გახსნაზე“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1993 წლის 10 ივნისი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები