დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 09/10/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1991 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1995 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
I. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის მე-5 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 აბზაცები:
„საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტისას (სასამართლო წესით მისი აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემთხვევებში);
უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევისას“.
2. კანონის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს, დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის გადაწყვეტამდე იმ შემთხვევაში, თუკი შეწყდება საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა (აიკრძალება სასამართლო წესით ან მოხდება ამ გაერთიანების თვითლიკვიდაცია), რომლის პარტიული სიითაც (მაჟორიტარული ან პროპორციული წესით) იყო არჩეული უზენაეს საბჭოში დეპუტატი;
5. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს იმ შემთხვევაში, როდესაც უზენაეს საბჭოს წევრს უკავია ისეთი თანამდებობა, რომელიც კანონით შეუთავსებელია უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსთან“.
II. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 9 ოქტომბერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები