დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 03/12/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1991 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 26 აგვისტოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 24-ე მუხლს სიტყვის „ტრანსპორტის“ შემდეგ დაემატოს „უშიშროების“.
2. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული სამინისტროები, კომიტეტები და დეპარტამენტები
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის, საგარეო საქმეთა, უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროები და კონტროლის სახელმწიფო კომიტეტი უშუალოდ ექვემდებარებიან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს“.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 3 დეკემბერი
დოკუმენტის კომენტარები