„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016996
40
23/06/2022
ვებგვერდი, 24/06/2022
120010000.22.026.016996
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №40

2022 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის:

) „ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის სამმართველო:

დ.ა) საიდუმლო რეჟიმის დაცვის განყოფილება;

დ.ბ)  ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრი;“;

) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

„დ1) თავდაცვის ძალების არქივი:

1.ა) არასაიდუმლო არქივი;

1.ბ) საიდუმლო არქივი;”.

2. მე-11 მუხლის:

) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თავდაცვის ძალების არქივის საიდუმლო და არასაიდუმლო წარმოება, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საქმისწარმოებით დასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორის შემოწმება, მათი მიღება, აღრიცხვა და შენახვა, დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზება;“;

) მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თავდაცვის ძალების არქივის კომპეტენციაა:

ა) თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებიდან საქმისწარმოებით დასრულებული საქმეებისა და დოკუმენტების, ასევე ლიკვიდირებული (გაუქმებული) ქვედანაყოფების დოკუმენტაციის მიღება, შენახვა და დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) თავდაცვის ძალების საარქივო ფონდის დოკუმენტების დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება;

გ) თავდაცვის ძალების არქივში არსებული დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის (საქმეთა ანაწერები, საინფორმაციო-საძიებო სისტემები, მონაცემთა ბაზები და სხვ.) შექმნა და სრულყოფა;

დ) ზემდგომი ხელმძღვანელობის და თავდაცვის სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა არქივში დაცული საარქივო დოკუმენტებით;

ე) თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზება და დოკუმენტების შედგენა-გაფორმებისა და საქმეთა ფორმირების სისწორის კონტროლი;

ვ) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებაში მონაწილეობა და მათთვის პრაქტიკულ-მეთოდიკური დახმარების გაწევა დოკუმენტებზე მუშაობისას;

ზ) საარქივო საქმისა და საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიულ-მეთოდიკური დოკუმენტების შედგენა-შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) თავდაცვის ძალების არქივის მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტების ქვედანაყოფებიდან გამოთხოვა;

ი) თავდაცვის ძალების არქივისათვის დოკუმენტების მოწესრიგებულ მდგომარეობაში დროულად გადაცემის კონტროლი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი ივლისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე