სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის” რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის” რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/06/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2022
სარეგისტრაციო კოდი
164
16/06/2022
ვებგვერდი, 23/06/2022
სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის” რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №164

2022 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის N58/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის და პირობების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის N91/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაუქმდეს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 202453219)  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით – 241008 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,თბილმიკროკრედიტის“ რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 17 ოქტომბრის N506 განკარგულების გაუქმებისა და სააქციო საზოგადოება ,,თბილმიკროკრედიტის“ რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის 2020 წლის 12 ოქტომბრის N359 განკარგულება; 

3.   სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თბილმიკროკრედიტის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319).

4.  ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6.  ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

დეპარტამენტის უფროსი ირმა ბოკუჩავა
 

.