შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოს“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოსათვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოს“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოსათვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/06/2022
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2022
სარეგისტრაციო კოდი
168
20/06/2022
ვებგვერდი, 24/06/2022
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოს“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოსათვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №168

2022 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოს“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოსათვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა  და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის  №91/04 ბრძანების საფუძველზე:  

1. მიეცეს თანხმობა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 401985107)  საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

2. შეწყდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 401985107) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319).

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის

დეპარტამენტის უფროსი                                                          ირმა ბოკუჩავა.