დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1708-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240080000.05.001.020591 |
|
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:
„71. სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) უფლება აქვს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალება საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მთლიანი წილის (ერთეულების) 25%-ზე მეტის ან საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში ყველაზე დიდი წილის ფლობა, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში რაიმე სახის პრივილეგირებული ხმის უფლებით სარგებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა და საინვესტიციო ფონდისთვის/ქვეფონდისთვის ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფუნქციის შესრულება. 72. ამ მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და საქართველოს პარლამენტს უგზავნის წინა წლის ანგარიშს. ამ ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს ასახული აღნიშნული მონაწილეობით (ერთეულის ფლობით) არსებული საინვესტიციო ფონდების/ქვეფონდების შესახებ ინფორმაცია, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) მიზეზი, მიზანი, თანხის მოცულობა და სარგებელი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 23 ივნისი 2022 წ. N1708-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები