,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016482
35
24/06/2022
ვებგვერდი, 27/06/2022
010250050.35.138.016482
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2022 წლის 24 ივნისი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის №24 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 21/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016338) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება):

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები (წარმოდგენილი შემადგენლობიდან შეირჩევა საბჭოს მდივანი) და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ექსპერტები;“.

;

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.“

.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე