„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 847
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.017338
847
21/07/2022
ვებგვერდი, 22/07/2022
040150000.22.027.017338
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №847

2022 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016983) დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოს უნდა წარედგინოს:

ა) დასაბუთებული განცხადება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საჭიროების შესახებ;

ბ) თუ მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლა მოთხოვნილია მასზე სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის მიზნით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლითაც დადგინდება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის დასაშვებობა მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების ან/და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის  პირობების გათვალისწინებით, ასევე, ბიზნესგეგმა, რომლითაც დადგინდება საქმიანობის ყველა ძირითადი ასპექტი, ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და ამ მიზნების მიღწევის გზები, ფინანსური გეგმა, ბიზნესგეგმასთან შესაბამისობაში მყოფი ფინანსური რესურსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა მოთხოვნილია მისი სამშენებლოდ გამოყენების მიზნით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომლითაც დადასტურდება მშენებლობის ნებართვის გაცემისა (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა) და მიწაზე მშენებლობის წარმოებისთვის მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის აუცილებლობა;

დ) თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა მოთხოვნილია მასზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომლითაც დადასტურდება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მიწაზე მშენებლობის წარმოებისთვის მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის აუცილებლობა;

ე) თუ განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით დადგენილია ფუნქციური ზონის ცვლილება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ინფორმაცია ასეთის დასაშვებობის თაობაზე;

ვ) თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება 600 კვ.მ-ს, ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, სააგენტოს დამატებით უნდა წარედგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს პოზიცია მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებით;

ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო მიზნით არ გამოიყენება და შესაძლებელია მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ეს წესი ვრცელდება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზეც;

თ) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან დასაბუთებული განცხადება. ამ მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები;

ი) სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დასაბუთდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საჭიროება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე