„გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 27/02/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 11/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
27/02/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1991
000000000.00(0).000.000000
„გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

„გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

„გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 29 იანვრის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუხლი 3. ადგილობრივი მმართველობის სისტემა

ადგილობრივი მმართველობა ქვემდებარე ტერიტორიაზე მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, საზოგადოებრივ-ტერიტორიულ თვითმმართველობას.

1) სოფლის (დაბის, თემის), რაიონული დაქვემდებარების ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – სოფლის (დაბის, თემის), ქალაქის საკრებულო;

სოფლის (დაბის, თემის) საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა ან თანამდებობის პირი – გამგებელი;

ქალაქის საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

სოფლის ადგილობრივი მმართველობის ტერიტორია აერთიანებს ერთი ან რამდენიმე სოფლის ტერიტორიას. ამ საკითხს საზოგადოებრივ-ტერიტორიული თვითმმართველობის ორგანოების წარდგინებით წყვეტს პრეფექტი.

2) რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების რაიონისა და რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის (რომელსაც არა აქვს რაიონული დაყოფა და ადმინისტრაციულად ექვემდებარება სასოფლო რაიონი) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – რაიონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის საკრებულო;

სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო – პრეფექტურა, რომელსაც პრეფექტი მეთაურობს;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

რაიონის საკრებულოს წევრები არიან:

სოფლის ( დაბის, თემის), რაიონული დაქვემდებარების ქალაქის საკრებულოების მდივნები;

სოფლის (დაბის, თემის), რაიონული დაქვემდებარების ქალაქის საკრებულოების მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული წევრები, რომელთა რიცხვს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.

რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის საკრებულოს წევრები არიან:

სოფლის (დაბის, თემის), საკუთრივ რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის (დაქვემდებარებული სასოფლო რაიონის გარეშე) საკრებულოების მდივნები და ამ საკრებულოების მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული წევრები, რომელთა რიცხვს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.

საკუთრივ რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

მოსახლეობის მიერ არჩეული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – საკუთრივ ქალაქის საკრებულო;

საკუთრივ ქალაქის საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – საკუთრივ ქალაქის საკრებულოს გამგეობა;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

3) რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის (რომელსაც აქვს რაიონული დაყოფა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – ქალაქის საკრებულო;

სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო – პრეფექტურა, რომელსაც პრეფექტი მეთაურობს;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

ქალაქის საკრებულოს წევრები არიან:

ქალაქის რაიონის საკრებულოების მდივნები;

ქალაქის რაიონების საკრებულოების მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული წევრები, რომელთა რიცხვს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.

4) რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – ქალაქის რაიონის საკრებულო;

ქალაქის რაიონის საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

5) რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის (რომელსაც არა აქვს რაიონული დაყოფა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – ქალაქის საკრებულო;

საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – საკრებულოს გამგეობა;

საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები.

6) რესპუბლიკური (საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის) დაქვემდებარების ქალაქის (რომელსაც არა აქვს რაიონული დაყოფა და რომლის თანამოსახელე რაიონი არსებობს) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებია:

მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო – ქალაქის საკრებულო;

საკრებულოს მიერ არჩეული აღმასრულებელი ორგანო – საკრებულოს გამგეობა;

სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო – პრეფექტურა, რომელსაც პრეფექტი მეთაურობს.

ასეთი ტიპის ქალაქსა და შესაბამის რაიონში იქმნება ერთი საერთო პრეფექტურა და ინიშნება საერთო პრეფექტი“.

2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი გადატანილ იქნეს მე-4 მუხლის მე-8 პუნქტად.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე         ზ. გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 27 თებერვალი.