დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.22.034.017245 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 66-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 661 მუხლი: „მუხლი 661. სამსახურებრივი მოწმობისა და სამსახურის კუთვნილი სხვა ქონების ჩამორთმევა სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს, თანამდებობიდან დროებით გადაყენებულ ან კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს (გარდა მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ასევე, სამსახურის მოსამსახურეს ამ წესის 631 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) დასკვნის წარმოდგენამდე, ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება და ეკრძალება შესაბამისი ფორმის ტანსაცმლის ტარება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები