„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.168.016356
19
22/06/2022
ვებგვერდი, 23/06/2022
010250000.35.168.016356
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2022 წლის 22 ივნისი

ქ. სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ.დ, გ.ვ და გ.ზ ქვეპუნტებისა   და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 22 ივლისის №14  დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010250000.35.168.016111)  დამტკიცებულ დანართში  შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  ,,რ1“  და ,,რ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,რ1)  განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს   დასკვნას  სიღნაღის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის   დამტკიცების შესახებ;

რ)განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს   დასკვნას  სიღნაღის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების  თაობაზე  მერის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი