დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.168.016355 |
18
22/06/2022
ვებგვერდი, 23/06/2022
010250000.35.168.016355
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
|
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ.დ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სინაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №12 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010250000.35.168.016109) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) კონტროლს უწევს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ეთიკისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და გასატარებელ ღონისძიებათა განხორციელებას;“
|
2.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჟ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ;“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები