დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 27/02/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1991 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 27 დეკემბრის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „უზენაესი საბჭოს წევრი, როგორც წესი, წყვეტს საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარეები, პრეფექტები. სხვა დეპუტატთა მიმართ გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით. გამონაკლისი არ დაიშვება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და უზენაესი საბჭოს სხვა მუდმივი ორგანოს ხელმძღვანელებისათვის“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
„თუ უზენაესი საბჭოს წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება უზენაესი საბჭოს ხუთ ან მეტ სხდომას“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის სსრ კავშირის, საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს წევრი, საქართველოს საბჭოს სხდომისა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოს სხდომის ჩატარების თარიღის დამთხვევისას ვალდებულია დაესწროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხდომას“.
4. მე-12 მუხლში:
მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 ნაწილები:
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად არის შესაბამისად სსრ კავშირის, საქართველოს რესპუბლიკის, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ან ადგილობრივი ორგანოს მუდმივი კომისიის, ქვეკომისიისა თუ სხვა ანალოგიური ფორმირების წევრი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანოს სხდომისა და ზემოაღნიშნული ორგანოების სხდომების ჩატარების თარიღის დამთხვევისას ვალდებულია დაესწროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანოს სხდომას.
უზენაესი საბჭოს წევრი, რომელმაც შეწყვიტა საწარმოო თუ სამსახურებრივი საქმიანობა და არ იქნა არჩეული უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიის ან სხვა მუდმივი ორგანოს წევრად, განცხადებით მიმართავს რომელიმე მუდმივ კომისიას ქვეკომისიის შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე. მუდმივი კომისია ვალდებულია დააკმაყოფილოს დეპუტატის თხოვნა“.
მე-2 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 27 თებერვალი.
დოკუმენტის კომენტარები