,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016475
16
21/06/2022
ვებგვერდი, 22/06/2022
010250000.35.114.016475
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2022 წლის 21 ივნისი

დაბა ჩოხატაური

 

 

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა, 132-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე   ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022  წლის 29 აპრილის  №9  დადგენილების  (www.matsne.gov.ge; 03/05/2022 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010250000.35.114.016468) დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  მე-7 მუხლის მე-3 პუქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლომ მხარდამჭერის მიმღებად ცნო ან გამოაცხადა გარდაცვლილად – სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან ;“

2.   მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად.

2. ანაზღაურდება საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან, საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის სხდომებში, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისთან, ასევე, ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისათვის და ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარჯები.

3. საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებსათან და გაწეულ ტექნიკურ ხარჯებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის არაუმეტეს 15%-ს.

4. საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მოვალეობების შესრულების ამსახველი საოქმო ჩანაწერები.

5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის მეორე და მესამე პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, განისაზღვრება საკრებულოს  თავმჯდომარის  ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

6. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.

7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკრებულოს თანამდებობის პირებზე.’’

3. მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები“.

4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.”

5. მე-18 მუხლის მე-3, მე-5 , მე-6   და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა და ეთიკის კომისია და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო.’’

,,5. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის  კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.’’

,,6. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია 1 (ერთი) კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.’’

,,9. საკრებულოს წევრი ( გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს   ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია იყოს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ არაუმეტეს ორისა.

6. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების,  მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.“

7. 44-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე.  თუ, საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას თავმჯდომარეობს  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის   უხუცესი მოადგილე .’’

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა