დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.112.016491 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ.“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №40 დადგენილება (სსმ; ვებგვერდი, 27/12/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.112.016322). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური |
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. |
2.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით. |
3.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
4.
სამსახურის მისამართია: ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ.№37. |
თავი II
სამსახურის შემადგენლობა |
მუხლი 2.
სამსახურის შემადგენლობა |
სამსახურის შემადგენლობაში შედის:
ა) სამსახურის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; გ) ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) ეკონომიკისა და საინვესტიციო პროექტების განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ე) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები. |
თავი III
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის ბრძანებების შემუშავებას; ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას; მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას; ნ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს კვლევასა და სათანადო წინადადებების მომზადებას; ო) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; პ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ჟ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; რ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვას, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერასა და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; უ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახდელებისა და მოსაკრებლების, ადგილობრივი საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე; ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სივრცითი მოწყობის განყოფილება |
სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზება; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; დ) გეგმარებითი დავალებების მომზადება; ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება; ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) საქმისწარმოება მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; თ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ი) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება. |
მუხლი 5.
ინფრასტრუქტურის განყოფილება |
ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციებია:
ა) საპროექტო საძიებო სამუშაოების მომზადება; ბ) საპროექტო ობიექტის დეფექტური აქტის მომზადება; გ) პროექტის საამშენებლო ნაწილისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; დ) მშენებლობის ექსპლუატაციის ვადების დადგენა; ე) პროექტზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება. |
მუხლი 6.
ეკონომიკისა და საინვესტიციო პროექტების განყოფილება |
ეკონომიკისა და საინვესტიციო პროექტების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს კვლევა და სათანადო წინადადებების მომზადება; ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; გ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; დ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვა, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა; თ) წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახდელებისა და მოსაკრებლების, ადგილობრივი საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე; |
თავი IV
სამსახურის მართვა, სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები |
მუხლი 7.
სამსახურის მართვა |
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. |
2.
სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
3.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; |
4.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნისას სამსახურის ერთ-ერთი მოხელე – მერის დავალებით. |
5.
განყოფილების უფროსი:
ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას; გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს; ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. |
6.
განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. |
მუხლი 8.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები |
1.
სამსახურის საჯარო მოსამსამსახურე არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. |
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 9.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები |
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. |
2.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზედმიწევნით შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) ეკონომიურად და რაციონალურად გამოიყენონ მუნიციპალიტეტის ქონება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები