დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ 2017 წლის 17 ივლისის ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190/6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016690 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
|
„საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ 2017 წლის 17 ივლისის ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმება |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიმართ და მისი 2022 წლის 1 მარტის №MOFAIC/ILW/2022/9221 ნოტასთან დაკავშირებით, რომლითაც არაბთა გაერთიანებული საემიროები ქართულ მხარეს სთავაზობს 2017 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ცვლილებას, აქვს პატივი, აცნობოს შემდეგი:
ქართული მხარე ეთანხმება არაბთა გაერთიანებული საემიროების შემოთავაზებას, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი ასევე გავრცელდეს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მემორანდუმის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სთავაზობს მასში შემდეგი ცვლილებების ასახვას:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოხარულია, აცნობოს არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს, რომ წინამდებარე ნოტა და საპასუხო ნოტა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობის სახელით ადასტურებს ზემოხსენებულ პირობებს, წარმოადგენს 2017 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი მემორანდუმის ცვლილების შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის, რომელიც იქნება მემორანდუმის განუყოფელი ნაწილი მისი მე-7 მუხლის გათვალისწინებით და ძალაში შევა მემორანდუმის მე-10 მუხლის შესაბამისად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები