„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 328
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023539
328
20/06/2022
ვებგვერდი, 21/06/2022
470000000.10.003.023539
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №328

2022 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ დანართ №20-ის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 10 01) მე-9 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს დაწესებულებაში დასაქმებული იმ პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი) დამატებითი ანაზღაურება (საშუალო ხელფასის არანაკლებ 50%-ისა), რომელიც ჩართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში (2022 წლის 31 მარტის ჩათვლით).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი