დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 325 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.10.003.023536 |
|
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №453 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2021, 340050000.10.003.023009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) სუამის ქვეყნები – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ მარკეტინგული ხარჯები (გარდა საქართველოს, სუამისა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული მარკეტინგული ხარჯებისა), შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) ბენეფიციარი მოახდენს მეტი (ლიტრი) ღვინის ექსპორტს მიმდინარე კალენდარულ წელს, ვიდრე ექსპორტირებული აქვს წინა კალენდარულ წელს; ბ) ბენეფიციარი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გასწია წინა საანგარიშო პერიოდში.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. თითოეულ ბენეფიციარზე, მცირე ზომის მარნის შემთხვევაში, კალენდარული წლის მანძილზე ამ პროგრამის 51 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოსადგენი დოკუმენტის მისაღებად გაწეული ხარჯი ანაზღაურდება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის ფარგლებში არ დაიანგარიშება საქართველოში რეალიზებული და სუამისა და დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული (ლიტრი) ღვინის მოცულობა და გაწეული მარკეტინგული ხარჯები.“. 3. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები. 4. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. ბენეფიციარის მიერ ანაზღაურებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის ანაზღაურების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ თანხის ასანაზღაურებლად ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი კალენდარული წლების განმავლობაში ექსპორტირებული ღვინის (ლიტრი) მოცულობის შესახებ; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული ანგარიში შესაბამის საანგარიშო პერიოდებში გაწეული მარკეტინგული ხარჯების ოდენობების შესახებ, რომელიც მომზადებულია სამსახურის მიერ სამოქმედოდ შემოღებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; გ) მცირე ზომის მარნის შემთხვევაში, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მისაღებად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები