დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კანონი - საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 22/02/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 003, 27/03/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ.130) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პარლამენტის წევრის საქმიანობა საარჩევნო ოლქში
პარლამენტის წევრი თვალყურს ადევნებს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობას, პარლამენტის პოლიტიკის განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამ ამოცანების გადასაწყვეტად პარლამენტის წევრი იღებს მოქალაქეებს, ხვდება ამომრჩევლებს, ატარებს კონსულტაციებს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოთა ხელმძღვანელობასთან, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრისათვის ამ საქმიანობაში ხელის შეწყობის მიზნით საარჩევნო ოლქის ცენტრში იქმნება პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის საქმიანობას საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიტიკური წარმომადგენლობების მეშვეობით.
მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე აღმოუჩინონ სხვა აუცილებელი დახმარებაც.“.
2. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1991 წ., №8, მუხ. 591) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:
„იმ პოლიტიკური პარტიების ფინანსური უზრუნველყოფისათვის, რომელთაც ჰყავთ პროპორციული წესით არჩეული წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მიზნობრივი დანიშნულებით გამოიყოფა განსაზღვრული თანხა.“.
3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 22 თებერვალი.
დოკუმენტის კომენტარები