დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1659-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.020583 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას დადგენილი წესით რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა); ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის; გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი; დ) ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ნომრიანი აგრეგატები; ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება; ვ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 21 ივნისი 2022 წ. N1659-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები