ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და შალვა ცინცაძის ქუჩის გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული გასასვლელისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/06/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016674
279
10/06/2022
ვებგვერდი, 20/06/2022
000000000.00.101.016674
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და შალვა ცინცაძის ქუჩის გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული გასასვლელისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №27 9

 2022 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და შალვა ცინცაძის ქუჩის გასასვლელის მონაკვეთისთვის,  მასთან არსებული გასასვლელისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული  ნოდარ ჯანგირაშვილის

სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის გასასვლელის მონაკვეთს და შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის გასასვლელის მონაკვეთს მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

საკრებულოს თავმჯდომარე                                      გიორგი ტყემალაძე

.