სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ

  • Word
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 08/01/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 14/01/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.11.110.005.635
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
01
08/01/2003
სსმ, 4, 14/01/2003
010.240.070.11.110.005.635
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/01/2003 - 20/06/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.11.110.005.035

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №01

2003 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ

„ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები (დანართი № 1).

2. ბრძანება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.

                                                                                                      დ. მირცხულავა

 

დანართი №1

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები განისაზღვრება მომსახურების შემდეგი სახეობებისათვის:

1. ქსელში მისაერთებელი ახალი ან რეკონსტრუირებული ელექტროდანადგარების (დანადგარი, რომელშიც წარმოიქმნება, გარდაიქმნება, გადაიცემა, განაწილდება, მოიხმარება ელექტრული ენერგია) ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, გარდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროტექნიკური დანადგარებისა, შემდეგი სიმძლავრეების მიხედვით:

ა) 50კვტ-მდე                     200 ლარი

50კვტ-ის ზემოთ, 200 ლარს დამატებული ყოველ 1კვტ-ზე 4,8 ლარი;

ბ) სატრანსფორმატორო ქვესადგურის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება შემდეგი სიმძლავრეებით:

100კვა-მდე                                                            300 ლარი

100კვა-დან 250კვა-ს ჩათვლით               500 ლარი

400კვა-დან 630კვა-ს ჩათვლით               800 ლარი

1000კვა-და ზევით                                                1000 ლარი;

გ) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება შემდეგი ძაბვის მიხედვით:

საჰაერო გადამცემი ხაზი 6-10კვ             1მ        0,72 ლარი

საჰაერო გადამცემი ხაზი 0.4კვ    1მ        0,36 ლარი

დ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, შემდეგი ძაბვის მიხედვით:

საკაბელო ხაზი 6-10კვ      1მ        1,02 ლარი

საკაბელო ხაზი 0,4კვ        1მ        0,54 ლარი.

2. ელექტროენერგეტიკულ სფეროში საკვალიფიკაციო ცოდნის შემოწმება 1 კაცი – 15 ლარი;

3. ელ.ტექნიკური პერსონალის სწავლება ტექნიკური ექსპლოატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესებში 1 სთ – 5,4 ლარი.

შენიშვნა: ტარიფებში გათვალისწინეულია დამატებითი ღირებულების გადასახადი.