დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 68/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016625 |
68/04
27/06/2022
ვებგვერდი, 28/06/2022
220020000.18.011.016625
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
|
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/06/2017; ს/კ: 220020000.18.011.016245) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბანკის პილარ 3-ის ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს: ა) პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება – საანგარიშგებო კვარტლის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კვარტალური ანგარიშგება უნდა გამოქვეყნდეს და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს ოთხივე კვარტლისთვის; ბ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება – არაუგვიანეს წლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების თარიღისა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები