„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 836
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017327
836
24/06/2022
ვებგვერდი, 27/06/2022
040030000.22.027.017327
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №836

2022 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №590 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017084) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“−„ყ3“ ქვეპუნქტები:

„ყ1) კომპეტენციის ფარგლებში, ჩაატაროს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის:

1.ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პირველადი აუდიტი და პერიოდული აუდიტი;

1.ბ) პენეტრაციის ტესტი;

2) ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შემდეგი მაკოორდინირებელი საქმიანობები:

2.ა) ფართომასშტაბიან კიბერინციდენტებზე რეაგირების პროცესში კოორდინაცია გაუწიოს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის საქმიანობას;

2.ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში სამართლებრივი, სტრატეგიული და მარეგულირებელი დოკუმენტების აღსრულების პროცესს;

2.გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ანგარიში მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე;

3) განიხილოს მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 104−1010 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უფლებამოსილია სააგენტოში დასაქმებულ პირზე მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება. აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლება-მოვალეობების სხვა პირისთვის გადაცემა, თუ ამის თაობაზე სპეციალურად არ არის მითითებული უფლება-მოვალეობების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებაში;“.

3. მე-14 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტთა იდენტიფიცირება და შედეგების მიწოდება სამინისტროსთვის.“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმებისა და სტანდარტების ამოქმედებისა და დანერგვის ხელშეწყობა;“.

4. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი ასრულებს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის − CERT.DGA.GOV.GE - უფლებამოსილებას.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე