დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016458 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2021 წელი, 010250020.35.121.016442) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებულ „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ცერემბრალური დამბლით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები.“ 2. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებულ „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ცერემბრალური დამბლით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 100 (ასი) ლარი.“ 3. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ დ) მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დაავადებული ბავშვის მშობელმა (მეურვემ) განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ბენეფიციარის პირადობის ან დაბადების მოწმობა, ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის შესახებ - ფორმა N100, საბანკო რეკვიზიტი და ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან, ბოლო 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში ბენეფიციარის ვანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად ცხოვრების შესახებ.“ 4. დადგენილების მე-4 მუხლით დამტკიცებული „ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დახმარების პროგრამის“ (დანართი №4) მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები