დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის N124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 75/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018183 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016644) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 25-ე მუხლის: ა.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს 65 წლის ასაკს მიღწეულ პირს, რომელსაც უნივერსიტეტში ორჯერ მაინც ეკავა/უკავია პროფესორის თანამდებობა ან არჩეულია უვადოდ. ემერიტუსის წოდების მინიჭების დამატებითი პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.“; ა.ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება ემერიტუსის წოდების მინიჭების დროს პროფესორის აკადემიური თანამდებობის შესაბამისი სრული თანამდებობრივი მინიმალური ხელფასის 90 %-ის ოდენობით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები