„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017597
195
21/06/2022
ვებგვერდი, 22/06/2022
200090000.22.033.017597
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №195

2022 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლა, გარდა ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიერ ვიდეოზარით მიმართვის ან №I-07 დანართის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით მიმართვის ნაცვლად პირს მოსთხოვოს №I-07 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტებისთვის შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია ხორციელდება ავტომატურად საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, რა დროსაც პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  ელექტრონული პორტალის შექმნისთვის დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია.

32. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (გარდა ფიზიკური პირისა) შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია ხორციელდება ავტომატურად საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე, რა დროსაც პირს „ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შესახებ“ განცხადებაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის შესახებ ინფორმაცია.“;

გ) მე-4 პუნქტის გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დანართი № I-07 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი



დანართი I-07

 

 

საგადასახადო ორგანოს დასახელება

 

გადასახადის გადამხდელის დასახელება

 

გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

გადასახადის გადამხდელის მისამართი

 

განცხადება

ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის შესახებ

 

გთხოვთ, გადამიყვანოთ კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე

 

საგადასახადო ორგანოსთან საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერია .................................... და ელექტრონული ფოსტის მისამართია ..........................

 

გადასახადის გადამხდელი:

 

(ხელმოწერა)

 

.