სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 73/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018181
73/ნ
16/06/2022
ვებგვერდი, 17/06/2022
040030000.22.022.018181
სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სსიპ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №73/ნ

2022 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26.09.2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ – სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული საერო პირის – აკაკი წერეთლის სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-10 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„   

10

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის №1 საჯარო სკოლა

სოფელი მეორე სვირი

დაწ-საბ-საშ

                                                                                                                                                                                “.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი