„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.023532
321
14/06/2022
ვებგვერდი, 16/06/2022
010220030.10.003.023532
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №321

2022 წლის 14 ივნისი

 ქ. თბილისი

 

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, №146, 10/11/2010, 010220030.10.003.016063) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ა(ა)აიპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდში (შემდგომში – ფონდი) იქმნება კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა და საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.“;

გ) 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. ამ დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის:

ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს ფონდი.“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია უფლებამოსილია, სსიპ – შემოსავლების სამსახურისგან დაინტერესებული პირის განცხადების დაფინანსების მიზანშეწონილობის განსასაზღვრად სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით გამოითხოვოს ინფორმაცია პირის შემოსავლების შესახებ.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ პირებისათვის, რომელთა შემოსავალი ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ყოველთვიურად, საანგარიშო თვის (სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდების თვე) წინა თვიდან ბოლო უწყვეტი 12 თვის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავლით, კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათების გარეშე;

ბ) იმ პირებისათვის, რომელთა შემოსავალი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრასა და საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავლით, კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათებისა და წინა წლების ზარალის გამოქვითვის გარეშე;“;

ბ.ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისათვის სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 %-ისა და სხვა წყაროებიდან მიღებული იმ დასაბეგრი შემოსავლის (მ.შ., ხელფასის სახით) ჯამით, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს, ხოლო მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლისა და სხვა წყაროებიდან მიღებული იმ დასაბეგრი შემოსავლის (მ.შ., ხელფასის სახით) ჯამით, რომელიც არ მიეკუთვნება მიკრობიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.“;

გ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის სხდომების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) განმცხადებელთა ინფორმირებას აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შესახებ;

ბ) განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვასა და ამ წესის მე-4 მუხლთან შესაბამისობის დადგენას;

გ) მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებას ზეპირად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან წერილობითი ფორმით.“;

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაცხადის ფორმა, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის მომსახურების მოცულობა და დაფინანსების მექანიზმი, აგრეთვე ამ პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებით, დამატებით შესაძლებელია, დარეგულირდეს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 20 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი