დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 09/10/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1991 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
I. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
- მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ კანონის ძალაში შესვლიდან ოთხი თვის განმავლობაში ვერც ერთი პოლიტიკური გაერთიანება ვერ დაირქმევს ადრე დაფუძნებული გაერთიანების სახელწოდებას“.
- „კანონის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის ან მისი თვითლიკვიდაციის შემთხვევაში ამ პოლიტიკური გაერთიანების ლეგალიზაცია, იურიდიულ პირად რეგისტრაცია და საარჩევნო რეგისტრაცია უქმდება, ხოლო მისი პარტიული სიით (მაჟორიტარული, პროპორციული) სახელმწიფო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება წყდება“.
- კანონის მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტისას მისი საკუთრების საკითხი გადაწყდება კანონით დადგენილი წესით“.
- ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 9 ოქტომბერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები