დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016484 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/06/2022 - 28/10/2022)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი“ დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
1. ეს წესი აწესრიგებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობას, პრეზიდენტის აპარატიდან, მინისტრთა კაბინეტის აპარატიდან, პარლამენტის, სამინისტროებსა და სახელმწიფო რწმუნებულის, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და ამ მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.
2. პირველ პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში-ადმინისტრაციული სამსახური, საკრებულოში-საკრებულოს აპარატი.
|
მუხლი 2.
წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა |
წარმომადგენლობით ხარჯები მოიცავს:
ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურების, ხარჯებს; გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს; დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის: დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს; დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების ხარჯებს; დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; დ.დ.) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს; დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს. |
მუხლი 3.
დაფინანსების წყარო |
| 1. წარმომადგენლობითი ღონისძიებათა დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. წალენჯიხის საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური ბიუჯეტის პროექტის განსაზღვრისას ღონისძიებათა ჩამონათვალს და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომლის შემდეგაც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას შესაძლებლობის ფარგლებში ითვალისწინებს მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებაში. |
მუხლი 4.
სახსრების ხარჯვის წესი |
1. ღონისძიების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დაწესებულების ხელმძღვანელის სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს ღონისძიებაში მონაწილეთა ზუსტ დასახელებას და სტატუსს, ღონისძიების მიზანსა და შინაარსს. მიღებული გადაწყვეტილებათა მოკლე ჩამონათვალს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სტუმრების მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯების ამსახველი პირველადი (ანგარიშ ფაქტურა; სასაქონლო ზედნადები) დოკუმენტები;
2. წარმომადგენლობითი ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები